ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2017


* * *

დაღლილობოსგან როცა თვალები თავისით გეხუჭება
და მოგონებებში იკარგები,
მაგ დროს სიზმრები გეხვევიან ჭიანჭველებივით
და სახლში გინდა.
აღარ გინდა სხვა არაფერი.
მერე სად სახლში,
რომელ სახლში?
ვინ გხვდება, რისთვის?
ეს ისეთივე სურვილია მოხუცმა რომ დაიჟინოს ბავშვობაში დაბრუნება,
მოძებნოს თავის ყრმობის სავანე
და ჰა...
არავინ სულიერი იქ აღარ გიცნობს,
თუ ვინმე დარჩა ისიც ალბათ ხელს მოიჩრდილავს და ახლოს მყოფი
ვეღარაფრით ვერ გაგიხსენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები