ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2017


მე ვამაყობ შენით!

სიზმარიში ნანახი ცხადში  ავიხდინე,
მოვედი და გულზე მოგეხუტე ფრთხილად,
მხოლოდ იმისთვის რომ ეჭვი გამეფანტა...
მართლაც, 
სავსე იყო შენი გულის ბუდე,
არა,
კი ვიცოდი რომ არ დამხვდებოდა ყრუ კედელი...
მაინც გამიკვირდა,
განა ის,
რომ ჩემთვის არა ძგერდა შენი გული,
რა სისულელეა...
ე.ი.  იყო უნისონში
ყველა ქმედებასთან,
კმაყოფილი სახე,
მზერა და იერი? -
კაცი-მოდი მნახეთ,
კაცი ბედნიერი...
შენ ნუ გეგონება რომ არ მიხარია,
მე ვამაყობ შენით!
ეს სწორედ ის არის რაც მე გადამარჩენს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები