ნაწარმოებები



ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2017


შენი სული ვის მიაკარო

მინამ ქარიდან ცის მინაქარი,
შემოგინახა წლების ალიბით
და შენი სული ვის მიაკარო,
უკვე დრო არის ჩამოყალიბდე.
მზე ჩავა მალე... მე ჩავიმალე,
ყველა შესაძლო ფიქრის კუთხეში.
გადაფარავენ მზეს ჩალით მალე
შემოგიჩნდება ფიქრი უხეშად
და იმ ომების, ლამპიონების...
სარკის თვალები, შიშის მუხლები,
მოგადგებიან ამბიონებთან...
თითები, როგორც ჩრდილი მუხების
შეგიფარებენ, სანამ ცა იმ ცერს
თითზე გათხოვებს, გადაიწერე
და სანამ სულში რამეს ჩაიწერ,
ის ორი თითიც, გარდა იმ ცერის,
ერთად შეკარი. მეხს მოერევი...
ცა, ცის ცერები, ცის მინაქარი...
და ჩემო მოკლე მეხსიერებავ,
გახსოვდეს სული ვის მიაკარო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები