ნაწარმოებები



ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2017


მე შეიძლება

უშენო დღეთა იკვრება წრედი
და ეს დღეც ისევ უშენოდ მოდის
მე შეიძლება ჩიტებზე ვწერდე
მაგრამ შენ მაინც მიმიხვდე მოტივს
წვიმებით მკლავებს ცა უსვამს წერტილს
მთავრდება ფრთები, შორია ცამდე
და თუმცა ღმერთზე რა ცხადად ვწერდი
მე მხოლოდ შენი თვაელების მწამდა
ხდებოდა ისეც, კარებთან წერტის
გვქონია კაცებს კამათი ვრცელი
და როცა უცნობ ქალებზე ვწერდი
ფიქრები შენზე - ეს ბასრი ცელი,
კისერზე მედო. ჰაერი ხმელი
ფოთლების მსგავსად იწევდა ქვევით,
იჭერდა სული საკუთარ ხელით
უშენო სხეულს და ცეცხლის ქვები
- ფიქრები ჩემი, აჩენდნენ ხანძარს
სდიოდათ კვამლი ხან ქვების, ხან ხის
და შენით, როგორც თბილისის ანძით
კვლავ მოხიბლული რჩებოდა ხალხი.
ასეა ახლაც გრძელდება წრედი,
მიათრევს სხეულს ფიქრები ცამდე
მე შეიძლება ჩიტებზე ვწერდე
და მხოლოდ შენი თვალების მწამდეს .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები