ნაწარმოებები



ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2017


მუხბე

ამინდი ნისლით იფარავს მუხლებს
ხეებს ჩაუცვამთ თეთრი სტიქარი
და მირზას პირველ თოვლივით მუხბე
ჩვენი მარინაც ახლა იქ არის,
სადაც ღრუბლები ქმნიან კორიდორს
ცა კი განცდების ფართოა ძაბრი
ლექსის წერა ხომ არის კორიდა
პოეზია კი, იმაზე მძაფრი
ვიდრე სურნელი დაჭრილ ხარების
ორთქლი რომ ასდით ამაყ ბეჭებზე.
ჩვენ ლექსებით თუ  გაგვახარებენ
და პოეზია, როგორც ბეჭედი
შეკრავს სხეულზე შეხსნილ იმ ძაფებს,
ცაში გამობმულ ნერვებს და თოკებს.
ძარღვებით დამაქვს მთელი სიმძაფრე
მე იმ ლექსების, შენ რომ მოთოკე.
ქუჩებს შეხსნიათ თითქოს სტიქარი
სველი მუხლები მოუჩანთ მუხებს.
ჩვენი მარიანც, ახლა იქ არის,
სადაც მე და შენ არა ვართ, მუხბე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები