ნაწარმოებები



ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2017


კედლები

ჩემი ოთახის კედლები
მკერდზე, რომ ჯვარი და ხატები ულაგიათ,
ყოველთვის როცა ბუნება ლოცვას იწყებს,
ანუ გარეთ ქარია,
ფარდას თავზე ოლარივით მაფარებენ
და მთელი ღამე,
ჭაღშეუხრელად ისმენენ ჩემს ტკივილს.
მათ არც ღიპი აქვთ,
არც ანგარების მოლოდინში არიან
და არც ღმერთით არ მემუქრებიან.
ჩემს კედლებთან 2 ლარიანი
სანთლების ნაცვლად,
შეგიძლიათ უბრალოდ
ლურსმნები ჩაარჭოთ.
თქვენი კედლებიც ხომ ასეა,
ჭაღშეუხრელად,
ჯვრითა და ხატებით
წელგამართულები დგანან
და
ყოველთვის მზად არიან,
უანგაროდ მოგისმინონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები