ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2018


სამწუხაროდ მართალია

მართალია,
ჩვენს ქალაქებს სხვადასხვა სახელები აქვთ
და ჩვენს შორის ათობით,
ან სულაც ასობით ათასი კილომეტრი,
ასფალტია წამოწოლილი დაღლილი ძაღლივით ...
მაგრამ, მე და შენ მაინც ერთი სახელი გვაქვს ...
მართალია,
მე და შენს შორის,
ძალიან ბევრი ქუჩა,შენობა, ტროტუარი,
გაჩერება და ძალიან ბევრი
სხავდასხვა სხეულით მოარული ადამინაია ...
მაგრამ, მე სულზე, სხეულის მაგივრად სამყარო მაცვია
სამყარო , რომელიც შენს თავლებში ყველაზე მარტივად ეტევა.
მართალია,
უსინათლოებს ღმერთი, ჩვენსავით ხატებით
არ უსწავლიათ, არც აფექტის მდგომარეობაში მყოფი,
ტალღებით დანგრეული შენობები ამოსვლიათ თვალებში
და არც გათენებული ღამე დასიზმრებიათ,
თუმცა,
ჩვენსავით, მათაც თავად მოიგონეს ეს ყველაფერი
და ვფიქრობ,
გაცილებით უკეთ შეძლეს, ვიდრე ეს ადამიანებს გამოსდით.
მართალია,
სმენა დაქვეითებულებ ადამიანებს
ჩვენსავით, კლავიშებისგან ნატკენი თითების
მოსმენა არ შეუძლიათ,
მაგრამ გულის ფეთქვის მიყურადებით,
ქმნიან სონეტებს ...
არც, მუნჯებს არ აქვთ იმის უნარი,
რომ ჩენსავით,
ლამაზი ფრაზებით მოიტყუონ თავი
და დამალონ საკუთარი სულის სიგონჯე,
მაგრამ
თვალებით ყველაზე ლამზად აგიხსნიან სიყვარულს ...
მართალია,
ღმერთივით ვერ გხედავ და ვერც გეხები,
თუმცა, ღმერთივით ჩემში ხარ და
მაჯებზე პულსივით,
მხოლოდ შენ ეხეთქები დამტვერილ მემბრანებს ...
მართალია,
რომ „მართალი“ ადამიანები ძალიან ცოტა დარჩნენ,
ქალაქს შემორჩენილი მოჯაჰედებივით,
თუმცა ისიც მართალია,
რომ მე და შენი ურთიერთობაც ბრძოლაა,
ბრძოლა, რომელიც თავიდანვე დამარცხებისთვის
იქნა განწირული ...
მაგრამ, მე მაინც დარწმუნებული ვარ,
რომ ერთ დღეს,
მეც შემეხება სხეულის ამნისტია და მერე...
აი მერე კი,
ვერცერთი შენობა, ლამპიონი, ქუჩა და ტროროუარი
ვერ ჩადგება ჩვენს შორის...
თუმცა ჯერ კიდევ, სამწუხაროდ ყველაფერი მართალია ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები