ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2017


"ბეე"-დოვლათი

"არ არსებობს დღეს - არც "გუშინ" და არც "ხვალე"!
"გუშინ" - იყო, "ხვალე" - ეგებ არც დადგეს.
ამიტომაც დღესვე,
დღესვე შეიცვალე!
მიზნებისკენ ნაბიჯები გადადგი" -

ყოველ დილით ვუმეორებ ჩემს თავს ამას,
მაგრამ მაინც არაფერი მეშველა.
ვერაფერი ვამჯობინე ჩრდილს და ჰამაკს,
მდინარეში სუფრის ჩადგმას ფეხშველა.

სუფრას თუ რამ მიაკლდა, დავივალები
(დაასხით - ხელს რაზეც გინდა მოგიწერთ!).
მეორე დღეს ბუჩქებში დავემალები
მუცელ-ინვესტ-ბანკის კრედიტ ოფიცერს,

რომელიც ზეგ მამის სახლ-კარს გამიყიდის
და მიჰყიდის დიდოებს და არაბებს,
ასე მიდის,
ასე მიდის,
ასე მიდის
ჩემი გაზაფხული, მიღმა დარაბებს.

ბოლოს "Au Pair" პროგრამა თუ "გადამარჩენს"
საზღვარგარეთ, უცხო ბავშვის მოვლა-თი,
ვაი ჩემს გამჩენს,
ვაი ჩემს გამჩენს,
ვაი ჩემს გამჩენს,
რომ გავუჩნდი, ასეთი ბე-დოვლათი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები