ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2017


გაუსაძლისი დღეები

გაუსაძლისი დღეებია,
ქარები სტვენენ,
ზღვები მღერიან დამხრჩვალების ბოლო სიმღერას,
ანუ ღელავენ იმათზე,
ვინც  დახუჭა თვალი,
ვინც ვერ იპოვნა დასაკარგი.

და რა კარგია,
შენ რომ დარდობ
და გეშინია იმის,
რაც ნახე,
რაც შეიყვარე,
რაც შენი გახდა,

შენ დაიკარგე უსამშობლო ადამიანში
და ყველა ქუჩა გადაიქცა თავშესაფარად.

და შეეფარე
უღიმღამო სხვების ცხოვრებას
და გასეირნებს ყოველ ღამით სიზმრები ღმერთზე,
რომელიც არ ჰგავს ფრესკებიდან გადმოსულ გლახაკს,
და ის უბრალოდ შენი უბნის შავი კატაა.

გაუსაძლისი დღეებია,
კატებიც ყეფენ
და გარდაცვლილი ყველა ბავშვი იღვიძებს ერთობ
იმათ გულებში,
ვინც დაკარგა და თითქოს, ღმერთო,
საშოს აჭრიდეს ვინმე დედებს, ყვირიან ისე.

და დაგორავენ ღამეები
როგორც გორგალი,
და ვიდრე შენ ქსოვ წუხარებას,
იღვიძებს დილა.

გაუსაძლისი დღეებია,
შენ კი ძვირფასო,
აღარ იდარდო იმაზე,
რაც არ გიპოვნია.
და შენი ეზოს კატებს მიეც,
ღამის საგზალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები