ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2017


ნაცრის კაცი

აი, ასე
ადგა და წავიდა,
ნაკვალევიც კი არ დამიტოვა,
ნაცარივით გაიფანტა მასზე ფიქრები,
ბაბუაწვერას დაემსგავსა ოცნება.
აი ასე,
ადგა და წავიდა,
კარის ჯახუნიც ვერ გავიგონე
(ალბათ იფიქრა დამიძახებსო),
ვინ იცის,
იქნებ და მართლაც დამეძახა,
ხელი ჩამეკიდა,
თვალებში ჩამეხედა.
იქნებ აღარ ქცეულიყო ნაცრის კაცად.
აი ასე,
ადგა და წავიდა.
მე სახლში დამტოვა, ერთად რომ ავაშენეთ,
მერე დავანგრიეთ და
ნანგრევის სხვადასხვა მხარეს დავჯექით მოტირალნი.
მერე მეც წავედი,
ხურჯინში ჩავალაგე მძიმე დღეები,
ზურგზე მოვიკიდე წარსული
და სულშეძრული შვილებით
გავუყევ საცალფეხოს,
ზურგსუკან ვიყავით ორივე,
ძალა არ გვეყო შემობრუნების.
აი ასე,
ავდექით და წავედით:
ის-ნაცრის კაცი,
მე-საცალფეხო ბილიკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები