ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2017


კ ა რ ა ვ ი (ექსპრომტი)

კარავი  სადღაც,
ტბის  მიმდებარედ.
შორს  ქალაქიდან,
სულ  უღნან  ტყეში,
წერილი  ხელში, 
ვარ  შენთან  ერთად
და  ისევ  გრაცხავ
მე  გრძნობის  ღმერთად.
ვიქნებით  ერთად
  სულზე 
ყვავილად  გამონაყარო
თითქოს  არც  ძველო
და  არც  ახალო,
გულის  სითბოში
გამონაზარდო
ვგრძნობ  შენს  თბილ  სუნთქვას
თითქოს  ნიავი
მეფერება  და  მეაერსება
წონასწორობას  ვემშვიდობები
და  აღარ  მახსოვს
არც  არაფერი.
შენი  წერილი  ქარმა  მომტაცა
ტბა,  უღრანი  ტყე,  თეთრი  კარავი,
სამოთხის  მსგავსი  სამყარო  ირგვლივ
შენი  შეხება,  სითბო  მწყაზარი
სიზმარი  ტკბილი,
გ ა მ ო ღ ვ ი ძ ე ბ ა
გამიმართლდება,
გამიმართლდება
მოდის  სხივები  მათბობს,
და  მიდის
მთვარე  სადღაც  შორს
ჩადის  და  ცივა,
ახლა  მთლად  ისეთ  განწყობაზე  ვარ,
წავალ  და  სული  განმარტოვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები