ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2017


* * *

წუხელ მე თოვლი მესიზმრა, წუხელ
ვიყავი ზამთრის დასალიერთან,
თითქოს ქალაქი დაცარიელდა
და ღრუბლის საპნით გაქაფულ მუხებს
აკანკალებდათ და თოვდა წუხელ.

თოვლი მესიზმრა, საშიში თოვლი,
შავი და მძიმე, სველი ლტოლვილი,
არ იყო წმინდა ჩვენი თოვლივით,
იყო უხეში და პირველ ყოვლის
იყო ცივი და თმახშირი თოვლი.

მერე სიზმარი გაცხადდა, მერე
სისველე შერჩათ შიშველ აფიშებს.
ღმერთო ისმინე დედას გაფიცებ
გულგრილი ლოცვა ჩემი და სერებს
მოავლე დიდი სიმწვანე მერე.

თოვლი მესიზმრა წუხელ მე თოვლი,
როგორც დამხრჩვალი ბოლო იმედი,
ამ თოვლში ძლიერ გავაწვიმებდი,
შანსს რომ არ კლავდეს დღეს შენი პოვნის
შავი და სველი, საშიში თოვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს