ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 სექტემბერი, 2017


Heinrich Heine – Weltlauf

ჰაინრიხ ჰაინე - ცხოვრების მდინარება

ბევრის მქონები უფრო მდიდრდება,
სწრაფად მიიღებს ზედმეტსაც სართად,
სჯერდება ცოტას მქონე მცირედსაც,
ვერ გამოსცინცლავს ყოფას მეტს რადგან.

ხოლო თუ არ გაქვს ცხოვრების სარჩო,
სჯობს აიბარგო, ახლავე მოკვდე -
რადგან სიცოცხლის უფლება მარტო
სააქაოში აქვთ რამის მქონეთ.

1 სექტემბერი, 2017 წ.



Heinrich Heine – Weltlauf

Hat man viel, so wird man bald
Noch viel mehr dazu bekommen.
Wer nur wenig hat, dem wird
Auch das wenige genommen.

Wenn du aber gar nichts hast,
Ach, so lasse dich begraben -
Denn ein Recht zum Leben, Lump,
Haben nur die etwas haben.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები