ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2017


მონატრება

ჯერ არ ეტყობა ამინდებს, რომ
სექტემბერია,
ტროტუარებზე გაწოლილა ზაფხულის ხვატი.
ეს ორი დღეა, ხასიათში შემომერია
ნაღველი,
ჩემგან მოშორებით დადიხარ რაკი.
სადღაც მოწყენით თვლემენ ხმელი ძაღლები ქუჩის,
მერცხლები მარტო დატოვებენ მამაც ბეღურებს
და შემოდგომის მიწურულზე,
როცა ითოვებს,
გამვლელი შურით თვალს შეავლებს
ჩვენს ნაფეხურებს
გაკვალულს ერთად.
მერე მოვა ახალი ფიფქი,
შეენაცვლება წვიმა ქარებს, მერე ქარი - მზეს.
შენ ისევ ტკბილად დამამშვიდებ, რომ არ ღირს ფიქრი
და ძველებურად ჩაიღიმებ,
ლექსს თუ დაგიწერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები