ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2017


დაწერეთ( ფბ-ზე აკრეფილი ნაწერი)

დაწერეთ,რომ ხე დარგეთ და
სურათიც მოაყოლეთ,
დაწერეთ,
რომ ბავშვი გადაარჩინეთ,
რომელიც ზღვაში იხრჩობოდა,
დაწერეთ, რომ სიგარეტს თავი დაანებეთ და ცარიელ კოლოფს გადაუღეთ.
დაწერეთ,რომ მეხანძრეებს ხელფასი მოუმატეს.
დაწერეთ,რომ საქართველომ ავსტრიას გასვლაზე მოუგო,
დაწერეთ ,რომ დიქსონმა ქართველი ცოლი მოიყვანა ზედა საზანოდან.
დაწერეთ,რომ 1 აშშ დოლარი 100 ლარია.
დაწერეთ,რომ თამარის საფლავი იპოვნეს,
დაწერეთ,რომ მე მეთერთმეტე კლასში მეტრი და 90 ვიყავი სიმაღლეში,
დაწერეთ ,რომ ყური გავიხვრიტე და ძმაკაცები არ მაგინებენ.
დაწერეთ,რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერი გახდა.
დაწერეთ,რომ ბიძინა ვალებში იხრჩობა,
დაწერეთ,რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის,
დაწერეთ წერილები ხელით და ფბ–ზეც აღარ შეხვიდეთ,
დაწერეთ ,რომ საქართველოში კაცი არ დარჩა ჩაფი ღვინის დამლევი,
დაწერეთ,რომ ...
ათასი აბსურდი დაწერეთ,
ოღონდ ნუ წერთ ამ იდიოტურ ლექსებს
და აქ ნუ აქვეყნებთ,
მტკივა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები