ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2017


ა რ ს ს ა თ ა უ რ ი

ტკივილმა  ჩემში  დაიდო  ბინა,
მწვავედ  და  უნდოდ  სულს  შეეჭიდა,
მეგონა,  ქარი  გულის  კარს  ხსნიდა
და  ანგელოზი  ფიქრს  შეეხიდა,
ო,  არა, არა  შევმცდარვარ  თურმე,
ქარმაც  თავისთვის  შორს  ჩაირბინა,
შენ  სხვა სამყაროს  ეფოფინები,
დრომ  დიდი  სევდა  შემომიჩინა.
რაც  არ  ყოფილა,  ვერ  დავიჯერებ,
ფოთლები  სცვივა ხეებს  წამიწამს,
ფერიცვალება  იყო  წელს ჩემთან,
ჩანს,  შემოდგომაც გვირგვინს  დაიდგამს.
მე,  ჩემს,  ამ  ყოფას  ცაში  ავიტან,
ალბათ  ღირსი  ვარ,  ღმერთო  ამისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები