ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2017


***

უკვე გაზრდილხარ და ქალი გქვია,
ქალი ჯეროვანად შეფერილი,
ალმას აკრეფილი რელიქვია,
ქარვის ღიმილებით შეფენილი.
მორცხვად მოფარფატე წამწამის ქვეშ
დღეს სხვა ფერის სხივი გთრთის მაცდურად,
ზღვა-ცის საოცარი შეხამება
სახეს დაგქარგვია ალანძულად.
ბაგე გაგპობია ორმხრივ ბროლად,
ახლა სუნთქვა ორის საყოფია,
სულის სისუფთავე თეთრ კაბაზე
მარგალიტის თვლებად დაგტყობია.
და ხმა? რა უნდა ვთქვა... ასე წმინდა
ჯერ ფიცის გალობა არ მსმენია,
მე არ დამინახავს, სხვებმა მითხრეს
სანთლებს გრძნობის ცრემლი დასცვენიათ.
ჰოდა, ეს ხმა მინდა უფალს ვვედრო,
ეს მზე, ეს სივარდე, ეს აპრილი,
მინდა ისეთ შვილებს რომ უდედო,
თვით ქართლს ხელი ჰქონდეს ღვთივ აწვდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები