ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2017


ცრემლი ვაზისა

                     

ფეხი აედგათ  ჩემს ვაზებს
რქაწითელსა და მწვანესა
მათ ნამუხლარზე ჰყვაოდა
უშრომელა და ადესა.
მითხრეს გვიჯავრებს სამშობლო
აღარ გვაწოვებს ძუძუსა
ნადევგმირალი მაჯები
მტევნებს მიგვიგავს უძლურსა.
მიზეზი უნდა ვიცოდეთ
ერბოს ვინა ხდის ყამირსა
ფესვებით უნდა დავკიდოთ
სისხლი ვაწოვოთ ყაირსა.
ვუყურებთ: ძალა აღმართს ხნავს
ბრიყვი დამდგარა მეგუთნედ
აჯამი იცავს სიბრძნის ბჭეს
ბერდიდივით ბჭობს მედუქნე...
შვილი ყოფილა ამ მიწის
გამყიდველიც და მეწარმეც
გადაგვიმტვრია ლავიწი
გულისფიცარი ლერწამის
ვერ გვისისხლხორცა,  ვერ დათვრა
ისრიმს რა ესმის ვაზისა
გვატირებს გახარებულებს
მარჯვენით მამა-პაპისა.
მივდივართ... უნდა წავიდეთ
ვიყრებით დედა ბუდიდან
საგზლად სიტყვები მიგვყვება
ბერდედის გულის გუდიდან.
არ ივიწყება ვინცა ვართ
ვისი ვენახის გორისა-
ვის ბელტსა ვჭამდით, თვალიდან
ვისი ნაჟური მოგვდისა...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები