ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2017


კ ა ნ დ ე ლ ი

გიყურებ,
ჩემი  ხარ  მგონია,
გრძნობები  ამბორით  ხარობენ
და სულში  ფიფქებად  მოდიან,
საერთო  რა  ბევრი  გვქონია.
გეხები,
გულიდან  სისხლი  ჩქეფს,
შენთვის  რომ ყველაფრის  მთმობია,
ედება  მთელ  სხეულს  გიჟივით,
სამყარო  მე  ჩემი  მგონია.
დარია,
მზე  სადღაც  ანათებს,
აქ  ჩემთან  ბნელა  და  ხრამია,
მაწამებს ეჭვები  მრავალთა,
სიცოცხლე  სულ  ერთი  წამია.
ვჩერდები,
შრიალი  მაფხიზლებს,
თეთრ  მართვე  ტყემლების  ქარს  მიაქვს,
მახსენებს  გასულ  წლის  გაზაფხულს
მაისი,  გადარებ  თბილ  ნიავს.
გიღიმი,
არ  ვიცი,  რატომღაც,
მაკვირვებ,,  რომ  გხედავ  მოწყენილს,
უსასოდ  ვშფოთავ  და  ვიბნევი,
სიხარულს  ხალისით  მოგფენდი.
გიყურებ, 
გიღიმი  უაზროდ,
მიყურებ  ჩუმი  და  უსახო,
ჩაიქცა  სამყარო  მოთმენის,
ვფეთქდები  გრძნობებში  უნაღმოდ.
მაისი,
რაღაცით შენა  გგავს,
იღვიძებს  სიცოცხლე  ყველაში,
შენც  ჩემში  ზენიტში  ახვედი,
სიზმრებში  თან  მყავხარ  ფერადში.
გიყურებ,
თვალებით  შეგამკობ,
თუ  წახვალ  არ  მომენატრები
მითხარი,  არ  წახვალ,  დარჩები
დათმენას  არ  შერჩა  ნამცეცი.
მითხარი,
ასე  რად  მიღიმი,
რჩები  თუ  მიდიხარ,  განმარტე,
არ  გიშვებ, ვერსადაც  ვერ  წახვალ,
ბედნიერ  დღეებს  ბევრს  შეგმატებ.
მისმინე,
უაზროდ  ვბუტბუტებ,
ტყემლებმა  დაფინა  ფარჩები,
წითელი  ვარდები ცეკვავენ,
გკიდებ  ხელს  და  შენაც  ამყვები.
ვამბობ  რომ, 
მიყვარხარ  ძალიან,
უშენოდ  არა  მწამს  სამყარო,
შენ  თვალებს  ხუჭავ  და  მპასუხობ 
ღიმილით,  იქნება  მაკმარო.
სურვილი,
სულ  შენთან  მატარებს,
დავღალე,  სამყარო  შეშლამდე, 
ჩემიდან  შორია  შენამდე, 
შენიდან  რა  ხდება  ჩემამდე.
მაისი,
აფეთქდა  ტყემლები
და  ჩემთან  რარიგად  გელიან,
რას  მეტყვი, მოდიხარ,  ბრუნდები?
იჩქარე,  არ  გაგიხუნდები.
ტყემლები,
აფეთქდა  აქ  ჩვენთან,
სიმწვანემ  წაიღო  მაისი,
სურვილით  პირამდე  ავივსი,
გრძნობები  აჯანყდა  თავისით..
მომწყინდა,
თავს  ვკარგავ,  უშენოდ,
გავხდები  სულ  მალე  შეშლილი,
ზეციურ  ვარსკვლავებს  ვერ  მივწვდი,
სურვილი  გაფითრდა  ვერცხლივით.
მანძილი,
შენამდე  არ წყდება,
შენიდან  ჩემამდე  რა  ხდება,
ფიქრები  მსგავსია  მარტების,
ვგიჟდები  რომ  მომენატრები.
ჩემი  ხარ,
მე  მაინც  მგონია,
ცხოვრებას,  ცხოვრების  შიგნითაც,
მითხარი  ზღვა  ფიქრი  სცოდნია,
მომნუსხე,  რა  ქენი,  შემშალე,
ურწმუნოს,  რა ძალა  გქონია.
ტყემლები,
აფეთქდა  ჩემს  სულში,
მითხარ რომ,  შენთანაც  ასეა,
გრძნობები  დაგესხას  თავს  შენაც
და  გული  ლოდინით  სავსეა.
გხედავ  და
ჩემი  ხარ  მგონია,
ჩემიდან  შენამდე  შორია,
შენიდან,  ჩემამდე  რა  ხდება,
ურწუნოს  რა ძალა  გქონია.

ტყემლები  აფეთქდა  ჩემს  სულში,
ტყემლები  მხოლოდ  შენ  გელიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები