ნაწარმოებები



ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: საბავშვო
15 სექტემბერი, 2017


ლუკა

მზე გვესტუმრა, ყვავილები
ნამით გაილუმპა,
სანამ სხვები ძილს აცხობენ,
უკვე ღვიძავს ლუკას.

ბებოს ტკბილი მოფერება
სიხარულით ავსებს,
გაიზრდება და მის ჯაფას
ასგზის დააფასებს.

მანამდე კი, ყველას კეთილ
ღიმილს გულით უძღვნის,
კალენდარზე იფურცლება
დღე კენტიც და ლუწიც.

მოვა დრო და ლუკა თვითონ
მოგვიყვება ამბად,
თუ სიკეთის სხივი გულში
როგორ დაიბადა.

დედამ, მამამ რომ ასწავლა
ჩუმი მადლის ფასი,
ის, რომ ქვეყნად არვინაა
ბებოს, ბაბუს მსგავსი.

ჯერ კი, მორცხვად იღიმის და
არც არვისთვის უთქვამს,
რომ სამყაროს გულს გაუთბობს,
ოქროს ბიჭი, ლუკა.
.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები