ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ლაშა_დოლენჯაშვილი
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2017


ვინ ვართ ჩვენ?

გალილეო გალილეი ერთ-ერთი იყო იმ უამრავ უსაზღვროდ ცნობისმოყვარე, გენიოს ადამიანთაგან, ვინც სამყაროს წაკითხვა მისსავე ენაზე მოისურვა, მათემატიკურად. დიახ, სწორედ მისი სიტყვებია: "ბუნების უდიდესი წიგნი დაწერილია მათემატიკური სიმბოლოებით." ამ კუთხით თუ მივუდგებით, გამოდის მათემატიკოსები ლინგვისტები არიან, მაგრამ ვინ ვართ ჩვენ? რა როლს ვასრულებთ სამყაროში ფიზიკოსები?
ჩვენ სწორედ მათემატიკის ენაზე დაწერილ კანონებსა და ფორმულებს ვიყენებთ, რათა სამყაროს მივუძღვნათ უმშვენიერესი პროზისა თუ პოეზიის ნინუშები. დიახ, ჩვენ აღვწერთ სამყაროს უკვე არსებულ, მაგრამ ჩვენმიერ სულ ახლახან აღმოჩენილ თავისებურებებს და ერთი შეხედვით წარმოუდგენელ, ჯერ კიდევ შეუცნობელ მოვლენებზე ვთხზავთ ულამაზეს თეორიებს.
ვინ ვართ ფიზიკოსები? ჩვენ ფაქტებსა და სამყაროს ამოუხსნელი ამოცანების პასუხებზე მონადირე, მეხოტბე, მთხრობელი, ხელოვანი ადამიანები ვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები