ნაწარმოებები



ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ოქტომბერი, 2017


გასეირნება ეშმაკთან (ციკლიდან ასიანები)


ჩამოქცეული ცის ქვეშ მოსეირნე ორი ფეხოსანი.
დედამიწის მზიან მხარეში მოქცეული ჩრდილი და ჩრჩილი...
მღრნელი სულის!...
***
მეორმოცე დღე...
- როგორი შეგრძნებაა იყო კომაში ორმოცი დღე? მიპასუხეთ!
ისეთივე როგორც ჩვილისთვის სიტყვა პირველი და ადამიანისთვის სიტყვა "გამარჯობა". გამარჯობა ექიმო!
- მესმის თქვენი. ჩვენ კი თქვენი დაბრუნებით გაოცებულნი ვართ. მადლობა უფალს, სასწაული მოხდა.
- ეშმაკს ვესაუბრე.
- ეშმაკს?! არადა ყველა უფალს ესაუბრება...
- იუდა ვიყავი, ბარაბაც და კაენიც. კიდობანიც დავათვალიერე.
- თქვენ უკვე ჯანმრთელი ხართ.
- ერია ავად! გული მერევა, ექიმო.
- ექთანო!
***
თხუთმეტი ათას სამას ოცდამეათე დღე...
დედამიწის მზიან მხარეში მოქცეული ის...
სად ხარ შენ?
კვლავ ეშმაკთან სეირნობ, მაგრამ არა როგორც იუდა, ბარაბა ან კაენი, არამედ როგორც პეტრე, მოსე და აბელი!
13 სექტემბერი 2017 წელი
გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები