ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2017


ისტერია

მახსოვს ბასტენი,მახოვს  გულიტი,
მახსოვს კანტონა,მახსოვს ზიდანი
და მე ამ ჩემი რადიკულიტით
თავი ჭიქამდეც ვერ მივიტანე.
გუშინ მივედი  ყოფილ კამოზე
ექიმთან,წერა მთელი თაბახი
სია წამლების(ღმერთო  დამლოცე)
გათენებიდან ,ვფიქრობ გადავხევ
შუაზე,
სანამ ცოლი ნახავდეს,
თორემ: მანავო,ციცქა,დირბულა
გეტყვით
–მიყვარდით ,ახლა ნახვამდის!
გაკურდღლებულა თქვენი დიდგულა.
მოვა ,,ლიგა,, და ვყვირი ,,მან.იუ,,
კუდიანებო,მიდით,არული!
მაგრამ როგორი ასატანია,
სვა მთელი კვირა მინერალური!
როგორ გარჩევდით სახელდახელოდ:
(ვაი წელო და ვაი ნეკნებო)
მშვიდობით, ჩემო ,,კრომბახერო,, და
მშვიდობით ,ჩემო ,,ჰაინეკენო,,!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები