ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2017


თავისუფლება...

ახლა ის დროა, როცა სათქმელს სუსტი აქვს სული,
თავისუფლებას შემოუსხამს მკურნალი ფარჩა,
გზას აღარ თელავს ყალბი მზერა გიჟ მარტოსულის,
იმ ცეცხლის შემდეგ ფერფლის ფერი ცივი ცა დარჩა.
გაუფასურდა ოცნებები უმისამართო,
წლებში ჩაბნეულ სიცრუისგან მოხერხდა  დახსნა,
ახლა ღიმილი აღარ არის კოჭლ-უსამართლო, ახლა თითებზე სიმსუბუქის ნიშანი დარჩა.
სხივმა შეფუთა წამწამების უღრუბლო ჯარი,
ახალი ფეთქვა გადაევლო გულს ნამკერვალევს,
უკვე თამამად იშიფრება სინათლის კარი,
თავისუფლება ექარგება სუნთქვის მწვერვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს