ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 სექტემბერი, 2017


Heinrich Heine - Wo? (ჰაინრიხ ჰაინეს საფლავის ეპიტაფია)

ჰაინრიხ ჰაინე - სად?

ოდესღაც თვისი ძვალთშესალაგი
სად უნდა ჰპოვოს დაღლილმა მწირმა?
საჩრდილობლის ქვეშ სამხრეთის პალმის?
თუ ცაცხვის ჩრდილში რაინის პირას?

ცხელი უდაბნო დამიმარტოვებს
და იქ უცნობის ხელი დამკრძალავს?
თუ რომელიღაც ზღვის სიახლოვეს
გამიმზადებენ ქვიშაში საფლავს?

რაც უნდა მოხდეს, ყველგან და მარად
თავს დამადგება ღმერთის ცარგვალი,
საპანაშვიდო ლამპრების მსგავსად
იციალებენ ღამით ვარსკვლავნი.

24 სექტემბერი, 2017 წ.



Heinrich Heine - Wo?

Wo wird einst des Wandermüden
letzte Ruhestätte sein?
Unter Palmen in dem Süden?
Unter Linden an dem Rhein?

Werd ich wo in einer Wüste
eingescharrt von fremder Hand?
Oder ruh ich an der Küste
eines Meeres in dem Sand?

Immerhin! Mich wird umgeben
Gottes Himmel dort wie hier,
und als Totenlampen schweben
nachts die Sterne über mir.

1839





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები