ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2017


დუმილის უფლება

ვინც შენ დაგივიწყა
მიწამ შეუწვა სახე
თაკარა ჩაუდგა მუხლებში.
ფსკერი ამოვტეხე ცისზევითში
თავაუწეველი ვიყავი და გულმოდგინე.
რამდენი უშენობის ტყვეა
რამდენი შენი პირუტყვი.
საფლავთა საფლავი იქნება
სამარხთა სამარხი
ფერფლი ფერფლისთვის
პასუხი არ იქნება.
ისევ მინდა სულადქცევის, სულისშეგუბების
ჩაუქი მითქმის მჯეროდეს:
-როგორ შეგუბდა შენს დურდოში ბუდეშურივით
როგორ შედედდა, შეიბუდა, შედგა, შედუმდა,
დაგაწმინდავა, გიდარაჯა ბუდის ხუნდივით
ბოლოს კამარას შეგალოცა ბიჭო გუნდ-გუნდად.
მაინც სხვის ბუდეს ეშურები მაინც ემდური
შენი გუგული ჭკუა წახდა, წაღმა შებრუნდა.

)

მოგიკითხეთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები