ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2017


დ ი ა დ ე მ ა

შუადღეა,  სექტემბრის  მიწურული.
მივუყვები  მარტო  ზედაპირშელახულ  გზას,  არც ისე  ფართეს  და არც  ზედმეტად  განიერს,  ერთი  შეხედვით  ზომიერს.
ნაპირები  მისი,  უარეს  მდგომარეობაშია.
ხეები  ოხრავენ,  ხმელი  ფოთლების  შრიალით  მაცილებენ  და ჩემს  უკან  აფენენ  დარდით  დამძიმებულ  მოჟანგისფერო  ხალიჩას,  შეშინებული  ხმაურით,  ფრთხილად,  თითქოს  ვიღაცის  გამოღვიძების  ეშინოდეთ.
ხეები,  უთანაბრო  ტანისანი  და  ასაკისანი,  უთანასწორო  ყოფითი  ცხოვრებით,  ზოგს  ფესვებიღა  შერჩენიათ,  ზოგი  შუაწელიდან  დახეიბრებულა,  ზოგნი  რომელნიც  ლამაზად  აშოლტილან  და  თავისი  გარეგნობით იწონებენ  თავს  სხვათა  ამ  ყოფით  შეშინებულებს,  რაღაც  იდუმალის  გაფიქრებისთანავე  გააჟრჟოლებს  და  ოხვრაც  აღმოხდებათ,  მაგრამ  სიჩუმეს  ამჯობინებენ  და  რომ  თქვან  ოხვრის  მიზეზიც,  იციან  რომ  ვერაფერს  შეცვლიან.
ვუყურებ  და  ვეკითხები,  ერთ  წვრილსა  და  დაღუნულს  მუხის  ხეს,  როგორ  ხარ  და  რას  მეტყვი?
  რამე  ხომ  არ  შემიძლია  დაგეხმმაროო.
მეუბნება:
არა,  ვერაფერს  შეძლებ.
რომ ჩვენსავით  მომსგავსებული  უთანაბრო  ცხოვრებაა  მათთანაც, 
დიდები  პატარებს  ჩრდილავენ მზის სხივსა  და  სასიცოცხლო ჟანგბადს  საკმაოდ  არ  იმეტებენ მათთვის,  აქეთ  ადმიანები  და ....  შეჩერდა.
დავინახე,  ეჭვით როგორ  შემომხედა,  დაფიქრდა,  ისევ  ჩამაშტერდა  თვალებში,  ხელებში  და  დამშვიდდა. 
მე  მივედი,  ხელები  სიყვარულით  მოვხვიე  და  ავტირდი,  შეირხა  ქარისა  და  ნიავის  გარეშე,  თავადვე  გამამხნევა:
სამყაროს  კანონმორჩილება  ჩვენი  ვალია,  ხვალინდელზე  ნუ  ვიდარდებთო.
მე  კი,  ხმამაღლა  გავაგებინე,  რომ  დღევანდელზე  და  გუშინდელზე  ტიროდა გული,  გადამწვარ  წიწვოვან  ტყეებზე,  დივერსანტების  არაადამიანურობაზე,
  ვლოცავდი  უფალს,  ახლა  ჩემს  წინ მდგარ  ხეთა  გადარჩენისათვის.
თანაგრძნობის  ნიშნად, მან კიდევ  დაფინა,  ჩემს  ფერხთით,  მგლოიარე  ფოთლები,  ამაზე  ცრემლგამშრალმა.
სიჩუმე  გამეფდა.
ნელნელა მოვცილდი  მათ  და  გავაგრძელე  გზა.
ფიქრი მტანჯავდა.
  2017  წელი  და  ავბედითი  აგვისტო–სექტემბერი,  დიდი  განსაცდელითა  და ტკივილებით, აღარ  მეშვებოდა.
ბალახს  ფერი  აღარ  შერჩენოდა,  სტკიოდა  მათაც.
სიცოცხლის  ნიშანწყალს  ვეღარ  ვამჩნევდი  გულგატეხილებს.
გტკივათ? 
–მივუბრუნდი  ყველას  და  ყველაფერს  და  ძუ  ლომივით  ავბღავლდი.
ძალიან  გვტკივა.
–  იბუბუნეს  ერთხმად.
ექომ  გადაუარა  მთელ  სამყაროს.
გამაყრუებელმა  და შემაზრზენმა  ექომ.
მეც  მტკივა  თქვენსავით,
– ვუთარი  ჩუმად.
– ნეტავ  ყველა  ასე  ფიქროდეს, მიპაუხეს  ჩუმადვე.
ცაში  ფრინველები  წერტილებივით  მოჩანდნენ.
  ალბათ ქვემოთ  ეშინიათ,  გამკრა  აზრმა  გულში.
ცა  იყო  უფერო, მრგვალი,  ქუდივით  გვეფარა  თავზე,  უერთდებოდა  გარშემორტყმულ  კავკასიონის  ქედს,  ამაყსა  და  შუბლშეკრულს,  დარდიანს,  ცრემლიანს,  ბოღმიანს,  გაცრეცილს,  უნდობელი  გამომეტყველებისას,  დაღვრემილს,  დამძიმებულს.
მზე  ჩადიოდა.
  მთვარე კი,  ჯერ არსად  ჩანდა.
გზა  კი,  იყო  უსასრულო,  მიხვეულ–მოხვეული,  უსწორმასწორო, 
ვფრთხილობდი,  ფეხი არსად  წამომეკრა.
ბევრჯერ  წავბორძიკდი,  მაგრამ  ისევ  გავსწორდი წელში  წვალებით,  მარტო ვიყავი,  სულ მარტო  ახლაც...
არა,  არა  მე  არ  ვიყავი მარტო. 
ჩემთან  იყო  უფალი,  მთელი  ქვეყანა,  სიმართლე,  სიყვარული და  რწმენა,  იმედი..
და  მივდიოდი  და  მივდიოდი...
უბრალოდ  არ  მქონდა  გაჩერების  უფლება..
რამდენი  რამ...
შვილი,  შვილიშვილები,  მომავალი  თაობები...
მეგობრები,  ეს  საოცარი  ადამიანები....
ყურში  მათი  ჟრიამული  ჩამესმოდა...
ისევ  მივდივარ,  გზა  კი  უსასრულოა,...
ალბათ  მოვა  გაზაფხულიც,  გამწვანდება  ყველაფერი,  აჟრიამულდება მთელი  ქვეყანა, 
ადიდდება  მდინარეები,  მოაწყდება  კალაპოტს  და  გადმოსცდება,  გიჟივით  გამხიარულებული..
როგორ  გაალამზებს  მათ,  თეთრად  აფეთქებული  ტყემლის  პატარძლები, ეს  უმანკო  დედოფლები,  მზე  ბრილიანტებს  დაანთებს  მათზე  შესამკობელად,  რა  სანახაობა  იქნება,  რა  საოცარი  და  მეც  ვიცოცხლებ  მათთან  ერთად,  მათში  გადავსახლდები,  სადაც  არ  უნდა  ვიყო,  ვიკისკისებ  უდარდელად,  ბედნიერი, თბილი,  მშვიდი, ღიმილიანი,  მაგრამ ჩუმი  და  შეუმჩნეველი  ტკივილებით  გულაჩვილებული  და  ცრელმორეული....
მეყვარება ყველა  ისევ,  ისევ  ყველასთვის  ვიცოცხლებ,  ამას  ვერავის  შეხედავს ჩემი  თვალით  და  იგრძნობს  ჩემი  გულით,  არც დააფასებს  არავინ, არც  არის  ალბათ საჭირო....
ჩეთვის ხომ  მთავარია,  ყველა  იყოს  ბედნიერი...
მივდივარ,  გზა  ჩანს ჩემს  წინ...
ნეტავ,  დამთავრდება?  სად? როდის?...............................................................................................................................................
სული  მეწვის.
  ვგრძნობ  სულს,  ვხედავ  კიდეც  ჩემში  მას,  ზოგჯერ  ვაგდებ,  მაგრამ  არ  მშორდება,  ძალიან  ურჩი  და  ერთგულია,  ე რ თ გ უ ლ ე ბ ა  სცოდნია მას.......
ჩემი  პლანეტა,  ჩუმი  ხან კი ამაზრზენად  ხმაურიანი,  შემაძრწუნებელი,  დამანგრეველი,  მტკივნეული,  შეუბრალებელი,  დაუნდობელი,  დაუდეგარი....
და  მერე  ადამიანი?......
ადამიანები?........
სმყარო  და  ცხოვრება  ჩვენი,  ჩვენიანები და სხვები...
დიდნი  და  ძლიერნი,  სუსტნი  და  უძლურნი...
უთანასწორობანი.....
უსამართლობანი...
და  კიდევ  ვინ  მოთვლის  რამდენი  რამ.
მაგრა  აქვს  ხიბლი  ყველაფერს.
არაფერია  სამყარო  ჩვენს  გარეშე  და  ჩვენ  სამყაროს  გარეშე..................


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები