ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2017


ანუკი

სოფლის  ბიბლიოთეკაში
ან მამასთან ყანაში,
დადიოდა ერთი გოგო,
შუბლზე შავი მერდინით.
ხან ტყიდან ფიჩხს მოათრევდა,
ხან  ნეხვს  გვიდა  თავლაში.
ჭიშკარ გაღმა არ გასულა,
მუდამ გამოკეტილი
იყო ეზოს და ბაღს შუა,
უწყინარი  მტრედივით,
ოცდაათს რომ გადაშორდა
გაიწია ქალაქში.
ვერ ეწია ბედს სანამდე
არ მოწია ანაშა,
კაბებს სიგრძე  დააკლო
და  გაიღება,განაშდა,
მკერდ სავსე და ფეხ ტიტველი
მოდის  გოგო ანუკი,
გულში ფიქრობს:
,,ერთი თქვენი!
ამ სოფლელებს რა უკვით?''...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები