ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2017


ეს ა რ მ ი ნ დ ო დ ა

და  როცა მინდა,  გადაგივიწყო,
გრძნობა  ძაღლივით  მთელ  ძალას  მაცლის,
კარგი  რომ იყოს,  შენში  მცირედიც,
მოახლოვებას  მე  ვინ  დამაცდის.
ვიცი,  სამყაროს  ყველა  კანონი,
ჩვენაირთ,  ხელით  არ  უწერიათ,
ვინა  ვართ მიწად  საქცევი  ხალხი,
ჩვენზე  ზემდგომი  მხოლოდ  ღმერთია.
დაკარგა  ფასი  ყოველმა წამმა,
გარდიგარდმო  დგას  გზაზე  ურემი
ცუნამი.  ახლა  ბობოქრობს  ჩემში
და  სისხლი  მრჩება  სუფთა,  უღრევი.
ნეტავი  ვინაც  მიყვარს  ყველაზე,
სულ  სიხარული  ჰქონდეს  ულევი.
.....................///.........................//.................................

წინამდებარე  გზები  წამოდგნენ
შარშანდელ  თოვლზე  დაყრილ  ხავსივივით.
////...................................///............................////,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

ახლა,  ამ  ცაზე,  აქ,  თბილისის სევდიან  ცაზე,
შავი  ღრუბლების  ქაოსია  და  ელვაჭექას,
ლამისა  მიაქვს  ეს  საწუთრო  და  დედამიწა.
ურჩი  სისუსტე,  დღეს  უიღბლოდ,  უძრავად  იწვა.

/////////////////////////////////////....///////////////////////////////////////

ყოველდღე  ვხედავ  დაუდეგარ  ამ ტკბილ  მიწაზე
მწყემსი  ძლიერი, ამ  ჩემს  ტკივილს  ზიარად  იყოფს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები