ნაწარმოებები



ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: იუმორისტული
26 სექტემბერი, 2017


მოგონებანი დ.ა.შ

დავდიოდით კარდაკარ სოფლის ანცი ბავშვები
თამაშს აყოლილნი და აღარსად გასაშვებნი,
სისხლს ვუშრობდით მეზობლებს, ვოხუნჯობდით კი არა,
ლაყე კვერცებს ვესროდით,
ყველა უთმო პრიალას.
ქუსლგახვრეტილ ნასკივით რომ დაჰქონდათ თავები,
მახსოვს გაქცევისას რომ
უცებ როგორ გავებით.
დამშეული მხეცივით რომ დაგვადგა ველოდი
გადარჩენას არცერთი ,
როგორ არ მოველოდით.
ყურები რომ ფსლიყივით დაგვიგრძელეს ონავრებს,
და სიბრაზეს თვალები
ბუხარივით ბოლავდნენ.
მახსოვს როგორ გავსინჯეთ
ნაზი ბებოს არაყი,
მერე ღამღამობით რომ
ბაბოს თუთუნს ვპარავდით..
პირველად რომ ვიჩხუბეთ
ვიღაც უფროს ბიჭებთან,
ბეჩა! რომ გავექეცით,
სხარტებს ვინ დაგვიჭერდა..
მახსოვს ლექსს რომ ვწერდი და
დამცინოდით ყველანი,
მერე რომ დავიბრალე დიდი ტატოს ,,მერანი"
სკოლის ცელქი ბავშვები
რომ ვაცდენდით გაკვეთილს,
მერე რომ გადაგვეწვა
დათოს მიწის ნაკვეთი.
გოდერძის რომ ვპარავდით
უმუხრუჭო მანქანას
ხემ რომ გზა არ დაგვითმო,
ბიჭოს! რა შეგვაქანა..
მერე სახლში მაგაზე
აგვიჭრელეს ზურგები,
მთელი თვე რომ გვეძახეს
სოფლისათვის ,,ურგები"
ახლა უკვე დიდები,
თუ დიდობას ვიჩემებთ
სოფლის ოხუნჯ ბავშვებთან
ვამბობთ რასაც გვირჩევდნენ..
უფროსები და ასე
ასე შემდეგ ბატონო
ეს ცხოვრება ზომბივით
კაცმა არ გამაგონოთ..
მერე რა რომ დიდი ვარ
ალბათ ვეღარ გამიგებთ,
თუმცა ზემოთ ნათქვამზე უარესებს ჩავიდენ(თ).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები