ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2017


მოლბერტი ორისთვის

მონეს ნახატია ეს ბაღი,
გამოფენს იმპრესიას ფოთოლთა,
პასტელის ფერი აქვთ ბუტონებს
კორომთან.

...თითქოს ქოლგიანი ქალები,
ვიწრო წელითა და მარმაშით,
თეთრ კამელიებზე მზის სხივი
თამაშობს.

...თითქოს ფაიანსის ბავშვები,
ჩალის ქუდები და კულული,
ზეცაში ფრანების აშვებას
უყურებს.

ორისთვის გავშალეთ მოლბერტი,
ფერს  ფერი,
ხელს ხელი მიგვენდო,
ამ ტილოს მუსიკა შენია,
ჩემია ლიბრეტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები