ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2017


დ ღ ე ს ა ც

თბილისში  ახლა,  გადაუღებლად,
წვიმს  ძვირფასო  და  ქუჩაც  სველია,
ქარვისფერ  ფოთლებს  მოუწყენიათ,
იმედი  თურმე  არ  შერჩენიათ.

აღმაშენებლის  ქუჩაზე  ახლა,
ჩემთვის  სახლები  ცარიელია,
რეკავს  დუმილი  ორ  მანძილს  შორის
და  ჩემს  წილ  ხალისს  სხვაგან  ელიან.

ეს  შემოდგომა  ჩუმი  და  სათნო,
დღეს  შენს  თვალებზე  მუქი  ფერია,
ქარმა სულ  ახლოს  ჩამომიარა
და  ქარს  ფარული  სევდა  ერია.

შენსკენ  რა  ხდება,  იქნება  წვიმა,
ძვირფასო  შენთვის  მშვენიერია
და  შენთან  ერთად  ბევრი  შენს  გამო,
მითხრა  რომ  ჩემზე  ბედნიერია.

ქარმა  ჩემს  ახლოს ჩამოიარა,
ცივა  და ქროლვა არა მწყენია,
მაგრამ უშენოდ,  მოწყენილი  ვარ
გჯერაა? 
ყველა  დღე,  ჟამის  ფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები