ნაწარმოებები



ავტორი: სვანიძე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2017


,,გამოუხატავი ემოცია"

ვატან ალკოჰოლს,
ტკივილებს
თქვენც გაატანეთ,
ან ჩაატანეთ,
ჩააყოლეთ ემოცია,
და უთქმელ გრძნობებს
მიეცით სივრცე,
აუშვით აფრები,
უბერავს ქარი
და გაყვეთ დინებას
წაგვიღოს სადმე,
ან გაგვიყოლოს,
ჩაგვიყოლოს,
იქნება სადმე
ჩემია მხარე,
გამათბოს სხივმა
და დაამსხვრიოს
კანზე სიცივე
და აღარც რითმებს
აღარც იმ ლექსებს
თუნდაც სტრიქონებს
არ შესწევთ ძალა
და ისევ ჭიქით
ან თუნდაც კათხით
ისევ ალკოჰოლს....
დაუთმეთ
და გაატანეთ
და გავატანოთ
და აქაც მარტო
ვეძებ მეორეს
კარზე კაკუნით
და ტელეფონზე
თუნდ ერთი ზარით...
მოკლედ სათქმელმა
იმდენმა იჩინა
თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები