ნაწარმოებები



ავტორი: სვანიძე
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2017


#5 სიმფონია

თითქოს პოეზია სიმშვიდეა,
სტრიქონს გაკიდებულს,
ვიცი დასაწყისი, რითმის ძიებაში
ბვრი მელოდი-ა-ქ კიდევ გულს,
მაძებარს დამამსგავსა,
აზარტულია ფერის სიმფონია,
არის რუხი და ოდნავ ფერადიც,
დაჭერა უნდათ კადრებს შორიდან,
მიქრის მიმაფრენს
უგზოუკვლოდ ჩემი მერანის,
დრამატულია,  ის ჰორიზონტი
მე რომ გავყურებ,
ისევ სადაა, ისევ ერთფერში მოჩანს,
თუნდაც არავინ,
ან ვიღაც იქნებ აჰყვეს ჩემს ნოტებს
ვუკრავ არ მინდა, შენი სიმღრა,
არსაიდან ჩანს შენი აჩრდილი
შენც არავინ ხარ,
ან იქნებ ხარ და არ ვიცი ვინ ხარ,
არეულია აზრები თავში ერთი შეხედვით,
ვამსგავსებ ბახი-ს
და პატარა ბავშვის, პიანინოზე
გადარბენას გავს, დაკრულის გლახის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები