ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2017


მორჩილებისათვის

          მორჩილებისათვის დაგემორჩილები
ღამის გატეხილი ცივი გათენება
ალბათ დაგვცინებენ მოხუცებს შვილები
ამ დროს ნაოჭები ჩვენთვისაც ენება

გაშლილ სარეცელზე ტკივილს მივნებდები
ამლეწს გადაღლილი უმთვარო ზმანება
იქ გაცოცხლდებიან ჩვენი იმედები
ჩვენი შვილები, რომ ჩვენ დაგვემგვანება

როგორ გაცრეცილა თეატრში ფარდები
სულიც გაცრეცილა წლების ბოროტებით
მოდი საყვარელო მე ყველგან დაგხვდები
კიდევ ვიქორწინოთ ტკბილი მოგონებით

ახლაც გაიშალე დათოვლილი თმები
სურნელი დაიტევს ყველაფერს ძვირფასს
ოდეს ჩვენს საწოლში მე თუ არ დაგხვდები
ეს მხლოდ სიბერის ლოგიკას ნიშნავს

იქ დაგელოდები, ზეციურ მდელოზე
ოდეს შენც მოხვალ და ჩემთან დამკვიდრდები
ყველგან დაგიხვდები სადაც შენ იქნები
ყველგან საყვარელო როცა დაგჭირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები