ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ოქტომბერი, 2017


////

ამინდია ისეთი, უნდა წერო თორემ ფიქრისგან შეიშლები. შემოდგომის მოღრუბლულ და უჩვეულოდ ცივ დღეს უხდება მოხურული პლედი და ყავაო, მაგრამ არანაკლებ თურმე ფურცელი და კალამი. ცა ჩამობნელდება და აგრილდება თუ არა მაშინვე ერთბაშად გრძნობ ემოციების მოზღვავებას, თითქოს აქამდე ზაფხულის მზის, სასმელის, გართობის და თავგადასავლებისგან გაბრუებული და გაყუჩებული იყო ეს ყველაფერი. ზაფხული ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ის პერიოდია, როდესაც იმდენ ენერგიას გრძნობ, რომ მარტო ყოფნის გაძლება არ გიჭირს, ამაზე ფიქრის დროც  არ გაქვს, პირიქით თავს უკეთესადაც კი გრძნობ,მაგრამ მზისგან გაცხელებული თავი როგორც კი ამ ბურუსიდან გამოვა, გაიღვიძებ შემოდგომის ერთ დილასაც და ხვდები რომ სამყაროში ყველაფერი მთლიანი და თანმიმდევრულია, მხოლოდ შენ გრძნობ თავს ნახევრად და დაუსრულებლად. ხვდები რომ არ შეიძლება ასეთი სიმყუდროვის შეგრძნება გქონდეს და მარტო იყო. ეს ის დილაა, გაღვიძებისას ფანჯარაში ცას რომ ახედავ, მხრებზე სიგრილეს იგრძნობ და იმ წამსვე სასიამოვნო ჟრუანტელი, ამ უსიამოვნო სიგრილეს გადაფარავს შენს მხარზე ჩამოდებული, ახალ გაღვიძებული და თმა აშლილი ნიკაპი, თან დღის სინათლისგან თვალებ მოჭუტული და შუბლ შეკრული, ტუჩების ზარმაცი, ძილ გამოყოლილი მოძრაობით რომ გეკითხება, გაიღვიძე? რას უყურებ? რანაირი ამინდია უფ(ამ დროს მისი ტუჩებიდან გამოვარდნილი ჰაერით შერხეული თმა ყველა საოცრებაზე დიდია შენთვის) და ხვდები რომ ეს "რანაირი ამინდი"  შენი გამთლიანების შეხსენებაა და რომ გინდა ეს წამი გაჩერდეს, რადგან დრო ხომ ასე ჩქარია და ვინ იცის ეს ბოლოდან მერამდენე ჟრუანტელი იყო შენი გამთლიანებიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები