ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2017


ბალახად ქცეული კაცი

წამოწვა მიწაზე და იქცა ბალახად
ვიღაც ნაცრისფერი კაცი,
მოვარდა სიკვდილი დაღლილი რა ნახა,
აღარც მოსვენებას აცლის.
გარემოს ყვავები იკლებენ ყრანტალით
სული რომ ბარდება პატრონს,
გამრჩევი არ არის იქ მტყუან-მართალის,
ბალახში კაცია მარტო.
ცოტა ხანს სიკვდილსაც ებრძოდა თავხედად,
სოცოცხლეს წუთებზე დათვლილს
შესცინა, მერე კი გულგრილად გახედა
ნახევრად გათიბულ სათიბს.
მოვარდა სიკვდილი, დაღლილი რა ნახა,
გულს უმზერს სისხლისგან დაცლილს-
წამოწვა მიწაზე და იქცა ბალახად
ვიღაც ნაცრისფერი კაცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები