ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2017


ს უ ლ ი უ რ ი

შენთვის მომეწერა, ჩემი შემოდგმა,
რაღაც, კიდევ წმინდაც, ვამბობ.
ჩუმი ალიანდრა, ფრთხილად მიღიმოდა,
ისევ შემაჩერა მარტო,
ქარმაც ჩამიარა, კრძალვით შემომხედა,
თავი შემახსენა, ნამყოც,
ეჭვი გამიჩინა, მართლა რომელია,
მათში, ახლა უკვე, სანდო,
ორთავ ვაღიარებ, ორივ შემიყვარდა,
მშვიდად, ჩემს ხვალინდელს ვანდობ.
უფრო სხვა მაწუხებს, სული დაიწრიტა,
მე, უფრო ძვირფასზე ვდარდობ .
ველი მაინც ისევ, მზეს და მაისობას,
ვარდი, ხომ მაისში ვარდობს.
მაშინ  გაიღვიძებს,  ჩუმი  ბუნება და
ვიცი  დიდ    სიყვარულს,  მამცნობს.
ქარი  შევიპირე,  ქარი  უპირობოდ,
ვიცი  არასოდეც  დამთმობს,
ახლა  დეკემბერი,  ჩუმად  იანვარი,
უკვე  მეფერება,  მათოვს,
შენაც  გამმახსენდი, აღარ  მომასვენე,
გული  უსაშველოდ  გნატრობს,
ვიცი  შენაც  დარდობ, ჩემზე  შინაგანად
და  ცხელი  აგვისტოც  მარტობს,
გრძნობა  ვერ  მოკვდება,  მითხარ,  გამიღიმე
როგორც  სნეულება  ბარტყობს,
თანაც  ნაღვლიანმა,  თვალიც  ამარიდე,
შენი  სინანული  მართობს.
მე  კი  დაგამშვიდე  დროა  გარდასული,
ცრემლი  თვალის  უპეს  აპობს.
გვიან  შემოდგომას,  გვიან  დაზამთრებულთ,
მწარე  სინანული  გვათოვს,
ქარი  ჩვენთან  ერთად  ქარი  მოზიარე
ორთავ  წამიერად  გვაკრთობს.
უნდა  მომეწერა,  შენთვის  გამეხსენა,
გრძნობა  მუდმივად,  რომ  ბარტყობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები