ნაწარმოებები



ავტორი: იტაჩი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2017


როდემდე

ღმერთმა იცის რომ ველი.
ცის თვალებიდან ჟონავს,
ცრემლები იისფერი
და არასოდეს მოვა.
გზააბნეული გემის,
დუმილი ისმის ზღვიდან.
აღარც სანთელი მშველის
და აღარც ლოცვა მინდა.
ნატვრა სუნთქვაზე მეტი
და თითისტოლა მთვარე -
ღამეს რომ უსვამს წერტილს,
ანდა სადაა ღამე?!
მას კვლავ გაფრენა უნდა -
აპირებს რახანია.
ფრთების გარეშე, თუნდაც...
არადა მართალია.
რა საჭიროა ფრთები?!
მის ადგილს სხვა ვერ ავსებს.
ამ სიშორითაც ვთბები,
მაგრამ როდემდე ასე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები