ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2017


წვიმა, ყავა და სხვა...

მოწყენილი განწყობების ანდანტეა,
ეს დღე მაინც ამოვარდეს რიტმიდან.
წვიმის სოლო ჩემს ფანჯრებთან არ თავდება,
მგონი, წვიმამ ყელი უკვე იტკინა.
ბეღურა და სახურავი როგორ ჰგვანან,
თავი როგორ ჩაუქინდრავს ორთავეს.
გავალ სადმე შავი ყავის მოსატანად,
ხასიათი სანამ ყვირილს მორთავდეს...
მეზობელმა ჩართო ძველი მელოდია,
ჩემთვის არც მან გაიმეტა მაჟორი.
ფიქრი წარსულს სავარძელში ელოდება,
მე ცხელ ყავას დავატარებ მათ შორის...
ხასიათი ისევ დაჯდა ჩემოდნებზე,
საუბარი ვერ აეწყო ჯეროვნად.
ჰო, არ მინდა შეხსენება, შემოგევლე,
გარეთ რომ წვიმს და ეს წვიმა მე რომ მგავს...
03.10.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები