ნაწარმოებები



ავტორი: ფერმერი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2017


***

/ ფანჯრებს იქით, გაზაფხული დადგა,
ფანჯრებს აქეთ, ზამთარია დღემდე ... /

-------------------------------------------------------

მართლა ასეთი ცრუა ცხოვრება?
ნუთუ არ სუფევს აქ ჰარმონია?
ამაოდ ცდილობს, ჩენი გონება
იპოვოს ის რაც ჯერ არ ჰქონია...

თუ ასეთია ეს გზა პოეტთა,
ჯვარზეც გამაკრან, ასე ჯობია
და რაც ლექსებში, ჩემთან მოექცა
დასასრულია, ეპილოგია...

და გაითოვლოს ჩემი აზრები,
თუ ჩემი გრძნობა მხოლოდ სტროფია...
ნუთუ სიცრუით დავიარები?
მე ხომ სიცრუის მახლავს ფობია...

როგორ დამღალა, ტკივილზე წერამ,
ტკივილი თურმე სულს დატყობია...
ამდენი განცდა, ამდენი ვნება,
ეს ყველაფერი კარგი როდია...

/ ფერმერი / ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები