ნაწარმოებები



ავტორი: გოძია1990
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2017


...

როცა არ აქვთ გასაქან და არც გამოსაქანი,
პოეტები, უბადლო, მაშინ ლექსებს ჰყიდიან.
ენანებათ სხეული, მზეზეგამოსატანი
და ანკარა მდინარის ნაპირებზე მიდიან.

შენ კი არ ხარ პოეტი, ზღვაც უნდო და ვრცელია
ისეთი, რომ დაბეგვილ სილურჯეს არ მოგაყრის,
გრჩება, სულზემისწრებად, იბერიულ კავკასურ
და ქართველურ ენაზე სამეტყველო ოჯახი.

არ იქნება მიზეზი და არც მიზანს გკითხავენ
და რომ უნდა გავარდეს და რომ ხმა გაქვთ, მეხივით.
ხელებიც რომ, სიმწრისგან, ლექსებს გამოისხამენ,
ვერ გატეულს მხრებით და ვერ დატეულს ღმერთივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები