ნაწარმოებები



ავტორი: პალადა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2017


დრამა!

ლექსი ეძღვნება ყველა იმ დრამატულ პერსონაჟს, რომელნიც ჩვენს ცნობიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებენ...


დრამა!
.
სიჩუმე  დაიწყო... უპეებს  ჩაეწყო...
წამი  საუკუნეს  სულ  ოდნავ  გადასცდა...

გრიგალს  გაერიდა, სიპ  ქვებს  აერიდა...
მთელ  მილეთს  დუმილით  გადასწვდა...

ცოტა  აიღეთო, ცოტა  წაიღეთო, მეტიც  გაიღეთო...
ფიქრი - ნაფიქრალი; გულში  ჩანაფიქრი...
როგორღაც... გასამდა...

მერე  სად  არ  იყვნენ... სად  რა  არ  გაიღეს...
საწუთრომ  მწარედაც  დასცადა...

სათქმელი  არ  ითქვაო; საქმნელი  არ  იქმნაო...
ცამ  პირი  მიაღო...
გათენდა... დაღამდა...

სადღაც  გამწყდარიყო, რაღაც  ჩამწყდარიყო...
სიჩუმე... სიჩუმეც  სრულიად  დამთავრდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები