ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ნუგუნა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2017


საშინელი ფერებია ირგვლივ

საშინელი ფერებია ირგვლივ.
მიწა ცის და ცა ფერია მიწის.
ხეტიალით მარტოობას ვაბნევ
გარშემო და აღარ მოხვალ ვიცი.

ჩემი დარდი მიაბიჯებს ასფალტს,
ასფალტს ბომბავს
წვეთთა მრგვალი ნაღმი.
მახსოვს თოვლზე შენი გაღიმება
ხტუნავდა და შენზე ფიქრი არ მღლის.

ვუზიარებ ამ ტკივილებს ზეცას.
ზეცა ტირის და შავი აქვს ფერი.
ირგვლივ ბოლავს მარტოობის განცდა
და სულში კი მადევს დარდის მტვერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები