ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2017


განწყობის სამოსი

ცრიდა წვიმა ისე წვრილად,
ძაფს მოჰგავდა წვეთი.
მოწყენილი ჩანდა დილა,
და ნათურაც ერთი...
დღე იდგა და ქოლგიანებს
გაჰყურებდა ცერად.
ტანი დამიხორკლიანა,
ავდრის ავმა მზერამ...
ლამის ერთი დღის სავალზე
მოდიოდა წვიმა.
დარაბები დარდს მალავდნენ,
თუმცა, რაღაც სწყინდათ...
წყალწაღებულ ფოთლებს გვიდა
მეეზოვე ქუჩა.
თავსველი დღე ისე იდგა,
როგორც წვიმის ურჩი...
წვრილი ძაფით წვიმა ქსოვდა,
განწყობების სამოსს.
დაუტოვა ფიქრს სახსოვრად,
მოთმინების გამო...
03.10.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები