ნაწარმოებები



ავტორი: ლაშა ბიბიჩაძე
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2017


საქართველოს


გაუსროლელი ტყვია არ დარჩა მჭიდში,
გაუტეხავი ჯვარი ხომ დარჩა მჭადზე?!
შენი სახელი, შენი ჯილაგი, ჯიში,
გააცალკევეს, მერე ბრჭყალებშიც ჩასვეს.
-იყვიროს სხვამო, არ დაარღვიე დოგმა,
უცქერდი ტყვიებს, მანდ, ფანჯარასთან დგომით,
-არ ვთმაშობო, რომ გაგაფრთხილა ომმა,
არ დაუჯერე,
თამაში გეგონა ომი.
და შეგიტყუა იმდენად ვიწრო ჩიხში,
(კუდს ვერ მოიქნევ-ჩიხი ვიწროა ისე)
შიში დაარქვი უშეშობას და შიმშილს,
თუმცა შიმშილი უფრო მწარეა შიშზე.
-გაუსროლელი ტყვია არ დარჩა მჭიდში,
გაუტეხავი ჯვარი ხომ დარჩა მჭადზე?!
სათლივით გაყურყუმალავეს ჭაში,
წყალიც არ ამოგვყვა, ძირგავარდნილს და მჩატეს.
მერე ადგები და ამ ყველაფერს,
რამდენიმე აბზაცში ჩატევ
და ისტორიის სახელმძღვანელოში ჩადებ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები