ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ოქტომბერი, 2017


აგენტების მხილება ლინგვისტური ანალიზის მეთოდით: ”მისია” თუ ”მისსია”?

აგენტების მხილება ლინგვისტური ანალიზის მეთოდით: ”მისია” თუ ”მისსია”?


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ”უცხო სიტყვათა ლექსიკონში” ლათინური წარმოშობის სიტყვა missio ქართულ ენაზე გადმოტანილია როგორც ”მისია” (ერთი ”ს”-ით) და არა როგორც ”მისსია” (ორი ”სს”-ით). ინგლისურ ენაზე იწერება როგორც mission, დააკვირდით, ინგლისურ სიტყვაში იწერება  ორი ”სს”.

უცხოენოვანი სიტყვების წარმოთქმის ნიმუშს ქართულ სალიტერატურო ენაში ადგენს ”უცხო სიტყვათა ლექსიკონი”. ”უცხო სიტყვათა ლექსიკონმა” დაადგინა ნიმუში, უცხოენოვანი სიტყვა missio ქართულ ენაზე გადმოტანილია როგორც ”მისია” (ერთი ”ს”-ით) და არა როგორც ”მისსია” (ორი ”სს”-ით).

მიუხედავად ამისა, მიუხედავად ”უცხო სიტყვათა ლექსიკონის” მიერ დადგენილი ნიმუშისა, ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი მიზანმიმართულად არღვევს დადგენილ ნიმუშს, და წერს არა სიტყვას ”მისია” (ერთი ”ს”-ით), არამედ სიტყვას ”მისსია” (ორი ”სს”-ით).

მსოფლიოში არსებობს დაახლოებით  6300 ენა, ანუ  ქართული სიტყვის ”დავალება”-ს  შესატყვისი კიდევ 6299 სიტყვა არსებობს.  მაგრამ რატომღაც ქართული სიტყვის ”დავალება” ნაცვლად ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი მიზანმიმართულად წერდა  და წერს მაინცდამაინც სიტყვას ”მისსია”,  თანაც ისე, როგორც ეს ინგლისურ სიტყვა  mission-შია,  ორი ”სს”-ით, ანუ აქაც კი ქართული სალიტერატურო ნიმუშის დარღვევით, ანუ წერენ არა სიტყვას  ”მისია”, არამედ სიტყვას ”მისსია”.

ვინ იქცევა ასე?
1) ისინი, ვისთვისაც ქართული ენა არამშობლიურია, არ არის დედის და მამის სალაპარაკო ენა, შესაბამისად, ვერ ხედავენ განსხვავებას სიტყვების ”დავალება”, ”დანიშნულება”, ”მისია” თუ ”მისსია”-ს წარმომავლობას შორის, მათთვის ყველა ეს სიტყვა არამშობლიურია. დააკვირდით, ე.წ. ”დისიდენტურ” (ქართულ ენაზე წარმოითქმება როგორც ”მწვალებლები”) მოძრაობაში ამ ადამიანების პროცენტული წილიც არაპროპორციულად მეტია, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, ვისთვისაც ქართული ენა მშობლიური ენა, მშობლების, დედის და მამის, სალაპარაკო ენა არის, ან
2) კუდანზიკა უვიცი უზრდელები, ე.წ. ”სნობები”, არც ერთი ენა, მშობლიურის ჩათვლით, რომ არ იციან ხეირიანად, ან
3) აშშ-ის დაზვერვის აგენტები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ინგლისური ინსტრუქციებიდან ოდესღაც ვიღაცამ არასწორად უთარგმნა ქართველ აგენტებს ინგლისური სიტყვა mission ორი ”სს”-ით, ანუ როგორც ”მისსია”, აგენტებმა კი გაიმეორეს ინსტრუქციაში წაკითხული სიტყვა ისე, როგორც ეწერა ”mission-მისსია”.

დღემდე იმეორებენ, თუმცა უკვე მიუთითეს, რომ მათი შეცდომა  გამოაშკარავებულია, რომ მათი აგენტურული ”მისსია” (ორი ”სს”-ით) გაშიფრულია, რომ ”უცხო სიტყვათა ლექსიკონში” ლათინური წარმოშობის სიტყვა missio (და შესაბამისად, მისგან წარმოებული ინგლისური სიტყვა  mission) ქართულ ენაზე გადმოტანილია როგორც ”მისია” (ერთი ”ს”-ით) და არა როგორც ”მისსია” (ორი ”სს”-ით).


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
6.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები