ნაწარმოებები



ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2017


* * *

არ მინდოდა მქონოდა, რაც მაქვს, თანაც ამდენი.
არაფერი მინდოდა. და მაქვს შენი არყოფნა.
და თავს ეს დიაგნოზი წერტილივით დავუსვი
–მარტო ვარ.

გწერ, რომ ჩემთან აცივდა. შენთან– ყვავის ატამი.
უშენობას ვმარხულობ, წლებიც ნელა მიდიან
და ვგრძნობ როგორ შორია ჩემი თავის სათავე
–შენის დასაწყისიდან.
–შენი დასაწყისიდან.

რაც მინდოდა მქონოდა, არ მაქვს, თანაც ამდენი
ძალისხმევა დამჭირდა, ამაოდ და დამთავრდა
ჩემი თავის პოვნაში სხვის სარკეებს ვამტვრევდი
აღარ ვარ.

შენთან ყვავის ატამი, ჩემთან ქარიშხლებია.
ვერ გწერ, და სურდოსავით შევეყარე არყოფნას.
გზები, როგორც წიგნები ვერ გადაიშლებიან.
ვერ გეტყვიან– მოიცვი.
ვერ გეტყვიან – მარტო ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები