ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2017


მალეფისენტი

შავ კიდობნიდან,
ახლო ხედვით და ყრუ ხმაურით,
წყლის ტყლაშუნია,
ნაფოტს თუ წაჰკრავ,
წვიმის კაპკაპი,
თუ უყურადებ,
სისინი ქარის,
კანში ჩამჯდარი,
მსუბუქ მხრებზეა სიმძიმილი, როგორც მეწყერი,

მახსოვს ამ გზაზე ხიდი იდო
და დრომ ჩაყლაპა,
ღრმა რომ აღმოჩნდა ქალაქის ხახა,
მას შემდეგ ბევრი სილა მოხვდა,
ხან ხელუკუღმაც,
სისხლჩაქცევები,
ყვრიმალები ჩალურჯებული,

ნისლი გროვდება, სქელზე სქელი, ლუდის ქაფივით,
წვება მის თავზე,
როგორც ღრანტეში გუბე  ანდა ღრუბელი დარის,
საგულდაგულოდ მოქუჩებული,
სადაც ჩიტები ჩაყვინთავენ მორიგეობით,
რძის აბაზანა მზა, ქალისათვის,
და ნეტარების პირველწყარო,

სულ წინ მივცურავთ,
წინ ქარია თუ ზურგის ქარი,
ვეებერთელა ნაბიჯებით უფსკრულებისკენ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები