ნაწარმოებები



ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2017


Un parfum de la femme - ქალის არომატი




სუნამო გასხია შანელის,
მიდიხარ ეფრქვევი ხლაფორთში ენების,
"Poison" - შხამის წვეთს უეცრად ნებდები,
ნევმები,
ადის და ჩამოდის ხმები და ბგერები,
ვერთერის ვნებები.
შეგეძლო დარჩენა მხატვარის ტილოზე,
ჩარჩოს ვერ ელევი!
იბრძოდი...სიმართლემ სულ სახე გარიდა
ნარცხვენი იერით,
ეძიე - რას გრძნობდა ბრბოში დანტონი,
რობესპიერი...
მიდიხარ,მსხვერპლივით განიცდი შეწირვას,
შხამის წვეთს მიელტვი.
იგრძენი რას ნიშნავს დედოფლად კურთხევა
ქალის ძველ ღმერთებში.
ნაღვლობ და აწყდები უდაბნოს ქარიშხალს,
ნაღვლობ და ეცემი...
კლეოპატრას გველს როგორ მიჰყევი,გგონია ჩასწვდები?!
(შენ მხოლოდ) - ეცდები!













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები